ანტონ ჩეხოვის ბიუსტი

ანტონ ჩეხოვის ბიუსტი (რუს. Бюст Антона Чехова) — ანტონ ჩეხოვის სკულპტურული გამოსახულება. მდებარეობს ტაგანროგში. ჩეხოვის მშობლიურ სახლთან. დამზადებულია მოქანდაკე ვერა მოროზოვას მიერ 1935 წელს. ეს ნამუშევარი ჩეხოვის პირველი ძეგლია სსრკ-ში[1].

ანტონ ჩეხოვის ბიუსტი
რუს. Бюст Антона Чехова
კოორდინატები 47°12′26″N 38°55′54″E / 47.2072° ჩ. გ. 38.9317° ა. გ. / 47.2072; 38.9317
მდებარეობა ტაგანროგი, როსტოვის ოლქი, რუსეთი
მოქანდაკე ვერა მოროზოვა
მასალა თაბაშირი
სიმაღლე 104 სმ.
გახსნის თარიღი 1935

ბიუსტი დამზადებულია თაბაშირისაგან. მისი სიმაღლეა 104 სმ, ბიუსტის კვარცხლბეკი კი შესრულებულია გახეხილი აგურისგან, რომლის სიმაღლეცაა 104 სმ-ია.

ვერა მოროზოვამ ბიუსტზე მუშაობა თავის ქმართან ალექსანდრესთან ერთად დაიწყო 1931 წელს, ტაგანროგში ცხოვრების პერიოდში. ვერა თვითნასწავლი მოქანდაკე იყო, მას სპეციალური განათლება არ ჰქონდა მიღებული[2], ალექსანდრე კი ადგილობრივი გაზეთის „დონის სიმართლის“ რედაქტორად მუშაობდა[3] და ასევე აქტიურად მონაწილეობდა ჩეხოვის სამოცდათხუთმეტი წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ცერემონიალში[4].

ბიუსტზე მუშაობა მიმდინარეობდა ორი წელი, 1933 წლიდან 1935 წლამდე[4]. ბიუსტი თავდაპირველად თიხის მასალისგან შეიქმნა, შემდეგ დაამატეს თაბაშირი, იუბილესთვის კი ქვით მოაპირკეთეს.

საზეიმო გახსნა

რედაქტირება

ანტონ ჩეხოვის ბიუსტი საზეიმოდ გაიხსნა 1935 წელს, ჩეხოვის 75-ე დაბადების დღის იუბილეზე. მის გახსნას უამრავი ადამიანი ესწრებოდა. მათ შორის იყვნენ მარია ჩეხოვა, ოლგა კნიპერ-ჩეხოვა, ალა ტარასოვა, ვალენტინა კატაევა და სხვ[5].

ბიუსტის ასლები

რედაქტირება

ამის შემდეგ ჩეხოვის ბიუსტის რამდენიმე ეგზემპლარი გაკეთდა. 1944 წელს დაამზადეს ბრინჯაოს ბიუსტი, რომელიც ტაგანროგის წითელ მოედანზე 1960 წლამდე იდგა[1]. მისი ავტორი იყო იულიან რუკავიშნიკოვი. მეორე ეგზემპლარი კი ჩეხოვის სახელობის სკოლაში დაიდგა 1950 წელს[1].

  1. 1.0 1.1 1.2 Киричек М. С. Музей под открытым небом. — Таганрог: ИП Стадников, 2010. — С. 47. — ISBN 978-5-9901455-3-5.
  2. Шкурко Э. А. «Непокорённая воля» художника // Молодёжная газета. — 13.08.2009.
  3. Морозова Н.А. Мое пристрастие к Диккенсу. Семейная хроника ХХ век. — М.: Новый хронограф, 2011. — С. 19. — ISBN 978-5-94881-170-3.
  4. 4.0 4.1 Морозова Н.А. Мое пристрастие к Диккенсу. Семейная хроника ХХ век. — М.: Новый хронограф, 2011. — С. 109. — ISBN 978-5-94881-170-3.
  5. Морозова Н.А. Мое пристрастие к Диккенсу. Семейная хроника ХХ век. — М.: Новый хронограф, 2011. — С. 110. — ISBN 978-5-94881-170-3.