ანტონ იოსების ძე კიზირია (დ. 8 იანვარი, 1914, სოფ. კოდორი, აბაშის რაიონი, — გ. 6 დეკემბერი, 1986, თბილისი) — ქართველი ფილოლოგი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1965), პროფესორი (1969), საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1985).

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი (1937), თსუ ასპირანტურა ქართული ენის განხრით (1941). მუშაობდა ენათმეცნიერების ინსტიტუტში ჯერ უმცროს (1943), შემდეგ უფროს მეცნიერის თანამშრომლად. იყო თსუ ახ. ქართული ენის კათდერის დოცენტი (1945–1955), ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისში, ქუთაისსა და თელავში. იკვლევდა ქართველური ენების სტრუქტურისა და ისტორიულ საკითხებს, ძირითადად — ქართველური ენების სინტაქსის პრობლემებს. ავტორია 6 წიგნისა და რამდენიმე ათეული სამეცნიერო სტატიისა. ეწეოდა ნაყოფიერ საზოგადოებრივ საქმიანობას, მიღებული ჰქონდა მთავრობის ჯილდოები.

მონოგრაფიები

რედაქტირება
  • „მარტივი წინადადების შედგენილობა ძველ ქართულში“, თბ.,1963;
  • „რთული წინადადების შედგენილობა ძველ ქართულში“, თბ., 1969;
  • „მარტივი წინადადებების შედგენილობა ქართველურ ენებში“, თბ., 1982;
  • „მარტივი წინადადებების ტიპები წევრთა შემადგენლობის მიხედვით და კომუნიკატივები“, თბ., 1987;
  • „ნარკვევები ქართული ენის შესწავლის ისტორიიდან“, თბ., 1997.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება