ანტონ კეკელიძე
ანტონ კეკელიძე (დ. 20 ივლისი, 1942) — ქართველი ექიმი, მეცნიერი.
1965 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.
1965–1978 წლებში იყო კასპის საავადმყოფოს ექიმი–ლარინგოლოგი. 1969–1971 წლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ასპირანტი. 1971–1982 წლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ყელ–ყურ–ცხვირის კათედრის ასისტენტი. 1983 წლიდან ამავე კათედრის დოცენტი. 1994 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის რეზიდენტურის, ზოგადი სპეციალიზაციისა და საწარმოო პრაქტიკის დეკანი. ავტორია 42 სამეცნიერო ნაშრომის ოტოლარინგოლოგიის აქტუალურ საკითხებზე. მისი ხელმძღვანელობით დაცულია საკანდიდატო დისერტაცია.
1993 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემა — „პოლიკარდიოგრაფიული გამოკვლევები ქრონიკული ტონზილიტის დროს ოპერაციამდე და ოპერაციის შემდგომ.“
ჯილდოები
რედაქტირება- 2000 - ღირსების ორდენი
ლიტერატურა
რედაქტირება- ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. თბ., 2000, გვ. 147
- წიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი. თბ., 2003, გვ. 77