ანტონ გლახოვი
დონ ანტონ გლახოვი (ნამდვილი გვარი — გლახაშვილი) (დ. წ. უცნობია — გ. 1880) — ქართველი კათოლიკე მღვდელი.
განათლება რომში მიიღო. ფლობდა რამდენიმე აღმოსავლურ და ევროპულ ენას, კარგად იცნობდა ქართულ მწიგნობრობას. რომიდან კათოლიკეთა მოძღვრად გამწესებისთანავე, 1845 წელს ქუთაისში, შემოწირული ფულით განაახლა ღვთისმშობლის ხარების ტაძრის მშენებლობა, დააარსა ქართველ კათოლიკეთა სამრევლო სკოლა და „სავარდისის ძმობა“. ახლო ურთიერთობა ჰქონდა იმერეთის ეპისკოპოს გაბრიელ ქიქოძესთან.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.603.