ანტონ გიზეტი
ანტონ ლუდვიგის ძე გიზეტი (რუს. Антон Людвигович Гизетти) (დ. 11 ივნისი, 1836 — გ. 1911, თბილისი) — რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1890), სამხედრო ისტორიკოსი, კავკასიოლოგი.
ანტონ გიზეტი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 11 (23) ივნისი, 1836 |
გარდაცვალების თარიღი | 1911 |
გარდაცვალების ადგილი | თბილისი |
წოდება | გენერალ-მაიორი |
ჯილდოები | წმინდა ანას მე-2 ხარისხის ორდენი, წმინდა ანას მე-3 ხარისხის ორდენი, წმინდა სტანისლავის მე-2 ხარისხის ორდენი, წმინდა სტანისლავის მე-3 ხარისხის ორდენი და წმინდა ვლადიმერის მე-3 ხარისხის ორდენი |
სამხედრო სამსახურში იყო 1855 წლიდან. დაამთავრა გენერალური შტაბის აკადემია (1863). მსახურობდა გენერალური შტაბის უწყებებში. 1882 წლიდან მსახურობდა კავკასიაში, 1885 წლიდან იყო კავკასიის სამხედრო ოლქის ადგილობრივი ჯარების შტაბის უფროსი. 1878 წელს მიიღო პოლკოვნიკის წოდება. 1890 წელს გადადგა სამხედრო სამსახურიდან გენერალ-მაიორის წოდებით. მომდევნო წლებში დაკავებული იყო სამხედრო ისტორიის საკითხების კვლევით.
სწავლობდა კავკასიის ომების ისტორიას, შეადგინა „კავკასიის ჯარების ქრონიკა“ (ნაწილი 1-2), რომელიც გამოიცა 1896 თბილისში. მისი ნაწერები შეიცავს საინტერესო მასალას საქართველოს ისტორიის შესახებ.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- Алфавитный указатель к 1—20 томам «Кавказского сборника». Тф., 1899.
- Библиографический указатель напечатанным на русском языке сочинениям и статьям о военных действиях русских войск на Кавказе. СПб., 1901.
- Сборник сведений о георгиевских кавалерах и боевых знаках отличий Кавказских войск. Тф., 1901.
- Сборник сведений о потерях Кавказских войск во время войн Кавказско-Горской, Персидской, Турецких и в Закаспийском крае 1801—1885 гг. Тф., 1901.
- Хроника Кавказских войск. В 2-х частях. Тф., 1896.
- Хроника Кавказских войск. Первое продолжение 1895—1908. Тф., 1908 (при участии Г. К. Билёва).
ლიტერატურა
რედაქტირება- ჟორდანია ო., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 617.
- Гизетти, Антон Людвигович // Военная энциклопедия : [в 18 т.] / под ред. В. Ф. Новицкого … [и др.]. — СПб. ; [М.] : Тип. т-ва И. Д. Сытина, 1911—1915.