ანტონიო კანოვას დელ კასტილიო

ანტონიო კანოვას დელ კასტილიო (ესპ. Antonio Cánovas del Castillo; დ. 8 თებერვალი, 1828, მალაგა, ესპანეთი — გ. 8 აგვისტო, 1897, სანტა-აგედა, ესპანეთი) – ესპანეთის სახელმწიფო მოღვაწე, მწერალი, ისტორიკოსი. მონაწილეობდა ე.წ. მანსანერასის პროგრამის (1854 წ.) შემუშავებაში, რომელიც ითვალისწინებდა დამფუძნებელი კორტესის მოწვევას, გადასახადების შემცირებას, სახალხო მილიციის შექმნას. 1857 კადისის გუბერნატორი, 1864 წელს ფინანსთა მინისტრი. 1868–1874 წწ. მეხუთე რევოლუციის დროს რესპუბლიკის წინააღმდეგ გამოდიოდა. 1874 წელს რესტავრაციის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი. კონსერვატიული პარტიის დამაარსებელი (1875 წ.) და ლიდერი. 1875–1881, 1884–1885, 1890–1892 და 1895–1897 წლებში ესპანეთის პრემიერ-მინისტრი. ხელი შეუწყო ესპანეთში კონსტიტუციური მონარქიის განმტკიცებას. მოკლა იტალიელმა ანარქისტმა.

ანტონიო კანოვას დელ კასტილიო

ლიტერატურა

რედაქტირება