ანტონიო დე ტრუება
ანტონიო დე ტრუება ი ლა კინტანა (ესპ. Antonio María de Trueba y de la Quintana; დ. 24 დეკემბერი, 1821 — გ. 10 მარტი, 1889) — ესპანელი პოეტი, რომანისტი და ფოლკლორისტი. იგი დაიბადა მონტელაში, ბისკაიში 1821 წელს (ზოგი წყაროს მიხედვით 1819 წელს) სადაც პირადად მიიღო განათლება.
ანტონიო დე ტრუება | |
---|---|
ესპ. Antonio de Trueba | |
დაბადების თარიღი | 24 დეკემბერი, 1819[1] [2] [3] |
დაბადების ადგილი | გალდამესი |
გარდაცვალების თარიღი | 10 მარტი, 1889[1] [2] [3] (69 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ბილბაო |
საქმიანობა | მწერალი, პოეტი, არქავისტი და ნოველისტი |
ენა | ესპანური ენა |
მოქალაქეობა | ესპანეთი |
ჟანრი | ნარკვევი, მოკლე რომანი, რომანი, მოთხრობა და პოეზია |
ბიოგრაფია
რედაქტირებატრუება ადრინდელი ესპანური რეალიზმის წარმომადგენელია. იგი წარმოშობით ბასკია და მის შემოქმედებაში დიდი ადგილი უჭირავს ბასკური ფოლკლორის ნიმუშებს. გამოქვეყნებული აქვს მოთხრობების კრებულები „ხალხური მოთხრობები“ (1859), „ვარდისფერი მოთხრობები“ (1859), „სოფლური მოთხრობები“ (1860), სადაც ასახავს ბასკეთის ყოფა-ცხოვრების სურათებს, ისტორიასა და ფოლკლორს. შესანიშნავად ხატავს მთელს გალერეას გულწრფელ, გულახდილ, მორჩილ შრომელთა ხასიათებისა, რომლებიც მთლიანად მინდობილნი არიან ეკლესიასა და ბურჟუაზიულ მორალს. ანტონიო ტრუება არც ქალაქის წვრილ ბურჟუაზიას ივიწყებს. ავტორია ისტორიული რომანებისა: „სიფი“ (1851), „სიდის ქალიშვილი“ და ეპოქის ცხოვრების ამსახველი რომანისა „თანამედროვე სიჩლუნგე“ (1876).
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 IMSLP — 2006.
- ↑ 2.0 2.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
- ↑ 3.0 3.1 Diccionario biográfico español — Real Academia de la Historia, 2011.