ანტონიო გუსმან ბლანკო
ანტონიო გუსმან ბლანკო (ესპ. Antonio Guzmán Blanco; დ. 28 თებერვალი 1829 — გ. 28 ივლისი 1899) — სამხრეთ ამერიკელი პოლიტიკოსი, დიპლომატი და პუბლიცისტი, რომელიც ვენესუელის პრეზიდენტის პოსტი სამჯერ ეკავა.
ანტონიო გუსმან ბლანკო | |
---|---|
Antonio Guzmán Blanco | |
ვენესუელის 25-ე პრეზიდენტი | |
მმართ. დასაწყისი: | 27 აპრილი 1870 |
მმართ. დასასრული: | 27 თებერვალი 1877 |
წინამორბედი: | გილერმო ვილიეგასი |
მემკვიდრე: | ფრანსისკო ლინარეს ალკანტარა |
ვენესუელის 28-ე პრეზიდენტი | |
მმართ. დასაწყისი: | 26 თებერვალი 1879 |
მმართ. დასასრული: | 26 აპრილი 1884 |
წინამორბედი: | ხოსე გრეგორიო ვალერა |
მემკვიდრე: | ხოაკინ კრესპო |
ვენესუელის 30-ე პრეზიდენტი | |
მმართ. დასაწყისი: | 15 სექტემბერი 1886 |
მმართ. დასასრული: | 8 აგვისტო 1887 |
წინამორბედი: | ხოაკინ კრესპო |
მემკვიდრე: | ერმოხენეს ლოპესი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 28 თებერვალი 1829 |
დაბ. ადგილი: | კარაკასი, ვენესუელა |
გარდ. თარიღი: | 28 ივლისი 1899 |
გარდ. ადგილი: | პარიზი, საფრანგეთი |
მამა: | ლეოკადიო გუსმან ბლანკო |
ბიოგრაფია
რედაქტირება1821 წელს ესპანეთისგან დამოუკიდებლობის მოპოვებიდან ცოტა ხნის შემდეგ, ვენესუელა ხანგრძლივ სამოქალაქო ომში ჩაეფლო და რამდენიმე კაუდილიოს — იგივე სამხედრო დიქტატორის მმართველობის ქვეშ ცხოვრება მოუწია. მათ შორის ყველაზე ძლიერი — ანტონიო გუსმან ბლანკო იყო.
მამამისი ცნობილი ჟურნალისტი და პოლიტიკოსი ლეოკადიო გუსმანი იყო, რომელმაც დიდგვაროვანი ბლანკოს ოჯახის შვილი შეირთო ცოლად. ბლანკო სამოქალაქო ომის დროს, ლიბერალური ფრთიდან მოვიდა ხელისფულებაში. ის პროვინციელი კაუდილიოების მხარდაჭერით სარგებლობდა და საკუთარი პოზიციები მაშინ განიმტკიცა, როცა ფინანსური რწმუნებულის რანგში ლონდონურ ბანკებთან სესხების თაობაზე მოლაპარაკებებს მართავდა.
1870 წელს მან, როგორც აღორძინების მოძრაობის ლიდერმა აიღო ხელში ძალაუფლება, ხოლო სამი წლის შემდეგ, კონსტიტუციურ პრეზიდენტად აირჩია საკუთარი თავი. მის მმართველობას ნებისმიერი სახელი შეიძლება მოვუძებნოთ, გარდა ლიბერალურისა. ის ავიწროებდა პრესას, კლავდა თავის პოლიტიკურ ოპონენტებს და თავს ესხმოდა ეკლესიას, ჩაგრავდა რელიგიურ ერთობებს და ართმევდა მათ ქონებას. ერთი ნაბიჯიც არ გადაუდგამს ღარიბ-ღატაკთა მდგომარეობის შესამსუბუქებლად, სამაგიეროდ, თავად გამდიდრდა იმ სესხების წყალობით, რომლის გამოყოფის თაობაზე მოლაპარაკებებს მართავდნენ.
თავისი მმართველბოდის 19 წლიდან ბევრ დროს ევროპაში დასვენებას უთმობდა, სადაც მჭიდროდ ურთიერთობდა არისტოკრატებთან. 1889 წელს ევროპაში მისი ყოფნის დროს, ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება მოხდა და ის ძალაუფლებას ჩამოაშორეს, რის შემდეგაც, სიციცხლის ბოლო წლები, როგორც დევნილმა, პარიზში გაატარა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ნ. ქოთორნი. ტირანები, გვ. 122 — თბილისი, „კლიო“, 2011.