ანტონინიანი
ანტონინიანი (ლათ. Antoninianus) — რომაული ვერცხლის მონეტა (წონა 4,7–5,3 გ), მოჭრილი დენარის გაუფასურებასთან დაკავშირებით იმპერატორ კარაკალას მიერ (214). ანტონინიანის შუბლზე გამოსახულია რომის იმპერატორი ან დედოფალი. ზურგზე სხვადასხვა გამოსახულებაა. ანტონინიანის ემისია IV საუკუნის დასაწყისამდე გრძელდებოდა. საქართველოში მრავლად არის აღმოჩენილი ბიჭვინთის ნაქალაქარის ტერიტორიაზე.
ლიტერატურა
რედაქტირება- დუნდუა გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 498.