ანტისა ხვიჩავა
ანტისა ხვიჩავა (დ. 8 ივლისი, 1880, საჩინო, წალენჯიხის მუნიციპალიტეტი, — გ. 7 ოქტომბერი, 2012, საჩინო, წალენჯიხის მუნიციპალიტეტი) — ქართველი ქალი, რომელმაც 132 წელი იცხოვრა.[1] პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების მიხედვით, ანტისა ხვიჩავა 1880 წლის 8 ივლისს დაიბადა. ცხოვრობდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, სოფელ საჩინოში შვილებთან, შვილიშვილებთან და შვილთაშვილებთან ერთად. მთელი ცხოვრება საქართველოში აქვს გატარებული.[2] 2011 წელს იგი ბიომეტრიული პასპორტისა და აიდი ბარათის მფლობელიც გახდა, რომელიც მას საჩუქრად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გადასცეს.[3] ანტისა ხვიჩავას 12 შვილიშვილი, 18 შვილთაშვილი და 4 შვილთაშვილისშვილი ჰყავდა.[1] სოფლის მეურნეობაში 1965 წლამდე მუშაობდა,[1] ხოლო 85 წლის ასაკში პენსიაზე გავიდა.[4] იგი პლანეტის უხუცესი ადამიანის განხრით გინესის რეკორდების წიგნში მოხვედრის კანდიდატი იყო. მინიჭებული აქვს ქალაქ წალენჯიხის საპატიო მოქალაქის წოდება.[5] ანტისა ხვიჩავა გარდაიცვალა 2012 წლის 7 ოქტომბერს, 132 წლის ასაკში. დაკრძალეს 7 ოქტომბერს მშობლიურ სოფელში. დაკრძალვას 1000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო.[6]
ანტისა ხვიჩავა | |
---|---|
ანტისა ხვიჩავა | |
დაბადების თარიღი |
8 ივლისი, 1880 საჩინო, წალენჯიხის მუნიციპალიტეტი |
გარდაცვალების თარიღი |
7 ოქტომბერი, 2012 საჩინო, წალენჯიხის მუნიციპალიტეტი |
დაკრძალულია | საჩინო |
ეროვნება | ქართველი |
საქმიანობა | მეჩაიე |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 Daily Mail-ი 132 წლის ანტისა ხვიჩავაზე წერს
- ↑ 132 წლის ასაკში გარდაცვლილი ანტისა ხვიჩავა გინესის წიგნში მოხვდება[მკვდარი ბმული]
- ↑ წალენჯიხაში უხუცესი ქალბატონი ანტისა ხვიჩავა გარდაიცვალა[მკვდარი ბმული]
- ↑ Долгожительнице из Грузии исполнилось 130 лет
- ↑ საქართველოში უხუცესი ქალბატონი 130 წლის გახდა[მკვდარი ბმული]
- ↑ В Грузии умерла старейшая жительница планеты, ей было 132 года