ანტიოქიელი ბერძნები

ანტიოქიელი ბერძნები — ეთნიკური ბერძნების ჯგუფი, რომლებიც არიან ანტიოქიის ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლი, ასევე ბერძენი კათოლიკე ქრისტიანები, რომლებიც ცხოვრობენ სირიაში, ლიბანში, და დღევანდელი თურქეთის პროვინცია ჰატაიში, რომელიც მოიცავს ანტიოქიის ძველ ქალაქს, ანუ დღევანდელი დღის ანტაკიას. მათი შთამომავლები აგრეთვე არიან ახლო აღმოსავლეთსა და ამერიკაში. თემს აქვს ხანგრძლივი მემკვიდრეობა, რომელიც მოითვლის ანტიოქიის დაარსებას 323წ ძ. წ. სელევკოს I ნიკატორის მიერ ალექსანდრე მაკედონელის მიერ აზიის დაპყრობის დროს.

ანტიოქიელი ბერძნების უმრავლესობა წარმოადგენს ადრეულ მაკედონიელ ახალმოსახლეებს, რომაული ხანის ბერძნებს, ბიზანტიელ ბერძნებს (რუმები), ელენიზირებულ იუდეველ-ქრისტიანებს და სირიელებს. ზოგიერთი იმ არამეელ ახალმოსახლეთაგან საუბრობდა სირიულად და ღვთისმსახურებას ასრულებდა ძველ სირიულ არამეულზე. რაც არაბული ენა გახდა ძირითადი ენა, ლავანტში უმრავლესობა გახდა არაბულ ენოვანი ქრისტიანი და უმთავრესად საუბრობს ლევანტურ არაბულზე. ბევრი აგრეთვე საუბრობს ბერძნულად და თურქულად.

ისტორიულად ოსმალო ხელისუფლების მიერ ისინი ითვლებოდნენ რუმის მილეთის ნაწილად. XX საუკუნის დასაწყისში თემს ახასიათებდა ემიგრაციის მძლავრი ტენდენცია. როდესაც ალექსანდრეტას სანჯაყი იმ ხანად წარმოადგენდა სირიის ნაწილს, ბერძნები არ იყვნენ 1923 წლის მოსახლეობის გაცვლის სუბიექტები. როდესაც 1939 წელს თურქეთმა მოახდინა ჰატაის პროვინციის ანექსია, ბევრი წავიდა ემიგრაციაში სირიაში და ლიბანში. 1960-იანი წლებიდან იმიგრაციის ახალმა ტალღამ გამორიყა ანტიოქიელი ბერძნები დასავლეთის ქვეყნებში.

საეკლესიო ტრადიციები და ფოლკლორი

რედაქტირება

ზოგიერთი ძველი ბერძნული სინაგოგის სამღვდელო წესები და ჰიმნები, რომლებიც წარმოდგენილია ანტიოქიაში ნაწილობრივ შემორჩა დღევანდელ დღეს ღვთისმსახურებაში მელქიტი და ბერძენ მართლმადიდებელ მრევს შორის თურქეთის სამხრეთ პროვინცია ჰატაიში, სირიაში, ლიბანში და წმინდა მიწაზე.

მოსახლეობა

რედაქტირება

1895 წელს ანტიოქიის საპატრიარქოს მონაცემებით 50000 ბერძენი ცხოვრობდა ალექსანდრეტას სანჯაყში, 1930-იან წლწბში 30000.[1] 1995 წელს მათი მთლიანი რაოდენობა მოიცავდა 10000.[2] მაგრამ ბერძენ მართლმადიდებელთა და ბერძენ კათოლიკეთა უმრავლესობა, ცნობილი როგორც ჩრდილოეთ მენას მელქიტები ან რუმები შეუძლიათ მოიკვლიონ თავიანთ ეთნოკულტურული წარსულის ბერძენი და მაკედონიელი ახალმოსახლეებისაგან და ელინიზირებული იუდეველი ქრისტიანებისაგან ძირითადში შემქმნელები ანტიოქიელი ბერძნების დასახლებებისა კილიკიაში და ჩრდილოდასვლეთ სირიაში. თუკი დავითვლით შემორჩენილ უმცირესობებს თურქეთის ჰატაის პროვინციაში და მაგათ ნათესავებს სათვისტომოში, არის დაახლოებით 1.8 მილიონი ანტიოქიელი ბერძენ-მელქიტი ქრისტიანები მცხოვრები ჩრდილოეთ მენაში, შეერთებულ შტატებში, კანადაში და ლათინურ ამერიკაში დღესდღეობით.

მდებარეობა

რედაქტირება

გარკვეული რაოდენობა თურქეთის ანტიოქიელი ბერძნებისა ცხოვრობენ სტამბოლში. ისინი ასევე კონცეტრირებული არიან ისკანდერუნში, სამანდაგში და ალთინოზუში ჰატაიში. აგრეთვე არის ჯგუფი მერსინში. 2005 წელს ალთინოზუში იყო მუსლიმებთან ჯგუფური ძალადობის შემთხვევა. მოვლენების სავარაუდო ნაპერწკალი გახდა მუსლიმი დალაქის მიერ ქრისტიანი გოგოს სექსუალური შეწუხება.[3]

  1. Peter Alford Andrews, Ethnic Groups in the Republic of Turkey, Dr. Ludwig Reichert Verlag, 1989, ISBN 3-89500-297-6
  2. http://www.hr-action.org/thr/GRTURK.html#OTHER დაარქივებული 2011-08-30 საიტზე Wayback Machine. by Marios D. Dikaiakos
  3. http://www.haber7.com/haber.php?haber_id=105359