ანტიოპე (ამფიონის დედა)
პერსონაჟი ბერძნული მითოლოგიიდან
ანტიოპე[4] (ძვ. ბერძნ. Ἀντιόπη) — ზევსის საყვარელი, ბეოტიელი მდინარის ღმერთის ასოპოსის მშვენიერი ასული. სხვა ვერსიით, თებეს მეფის ნიქტევსის ასულია.
ანტიოპე (ამფიონის დედა) | |
---|---|
სქესი: | მდედრობითი |
მამა: | ასოპოსი[1] და ნიქტევსი[2] [1] |
დედა: | Polyxo[1] |
და-ძმა: | Nycteïs |
მეუღლე: | Epopeus და Phocus |
შვილები: | ამფიონი[2] [3] და ძეთოსი[3] [1] |
გამოსახულებები |
ზევსი სატირის სახით გამოეცხადა, „მიუდგა“ და შვა სწორუპოვარი ტყუპი — ამფიონი და ძეთოსი. მამამ გაუგო და სიკვდილით დაემუქრა, ქალი სიკიონში გაიქცა. იქ მეფე ეპოპევსმა ითხოვა. მამა დარდმა გადაიტანა და თავის ძმას, თებეს მეფეს ლიკოსს დაუბარა შურისძიება. ლიკოსმა მეფე ეპოპევსი მოკლა, ძმისწული კი შინ დააბრუნა და ყოველნაირად ავიწროვებდა. ბოლოს მისმა ცოლმა — ბოროტმა დირკემ სულაც ველური ხარის რქებზე გაკვრა უბრძანა გმირ ძმებს. ძმებმა გამზრდელი მწყემსის წყალობით დედა შეიცნეს და რქებზე თვით დირკე გააკრეს, თვითონ კი ახალი მძლავრი შვიდჭიშკრიანი თებე და მისი კოშკები ააშენეს.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 1.7 Антиопа // Энциклопедический словарь / под ред. И. Е. Андреевский — СПб: Брокгауз — Ефрон, 1890. — Т. Iа. — С. 848.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 Амфион // Энциклопедический словарь / под ред. И. Е. Андреевский — СПб: Брокгауз — Ефрон, 1890. — Т. Iа. — С. 686.
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 Антіопа // Энциклопедический лексикон — СПб: 1835. — Т. 2. — С. 372.
- ↑ გელოვანი ა., „მითოლოგიური ლექსიკონი“, თბ., 1983, გვ. 59