ანტიგუისა და ბარბუდის გერბი

(გადამისამართდა გვერდიდან ანტიგუა და ბარბუდას გერბი)

ანტიგუისა და ბარბუდის გერბიანტიგუისა და ბარბუდის სახელმწიფო სიმბოლო დროშასა და ჰიმნთან ერთად.

ანტიგუისა და ბარბუდის გერბი
დეტალები
დამტკიცდა 1967 წლის 16 თებერვალს
ჩაფხუტი თავზე გამოსახულია ანანასი და ოთხი ყვავილი.
ფარი სამად გაყოფილი. ქვედა, მწვანე ფონზე აღმართულია შაქრის ქარხანა, შუა ნაწილზე თეთრი და ლურჯი ტალღისებრი ზოლებია (სამი თეთრი და ორი ლურჯი) გამოსახული. ზედა ნაწილზე, შავ ფონზე გამოსახულია ამომავალი ოქროსფერი სხივოსანი მზე.
ფარმჭერები ორი ირემი, რომლებსაც ასევე უკავიათ შაქრის ლერწამი და ალოე.
დაფუძნება ზღვის ტალღებით გარშემორტყმული ბალახოვანი მდელო. ქვეშ გამოსახულია სადევიზე ბაფთა.
დევიზი „თუ ყოველი ეცდება, ყველა მიაღწევს მიზანს” („Each Endeavouring, All Achieving” ლათინური დამწერლობით)

გერბის დიზაინი შექმნა კრისტოფერ გორდონმა 1966 წელს. ოფიციალურად დაამტკიცეს 1967 წლის 16 თებერვალს. გერბის სიმბოლიზმი უფრო კომპლექსურია ვიდრე დროშისა, თუმცა მრავალი სიმბოლო საერთოა.

გერბის თავზე გამოსახულია ანანასი, მცენარე, რომლითაც ცნობილია ეს ქვეყანა. გერბზე ანანასის გარდა გამოსახულია წითელი ჰიბისკუსი, შაქრის ლერწამი და იუკა.

ფარის ზედა ნაწილში გამოსახულია ოქროსფერი მზე (ისევე, როგორც დროშაზე), რომელიც ამოდის თეთრ-ლურჯი ზღვიდან. შავი ფონი მზის უკან განასახიერებს ქვეყნის აფრიკული წარმოშობის მოქალაქეებს. ფარის ძირში, მწვანე მდელოზე, ზღვის პირას გამოსახულია სტილიზებული შაქრის ქარხანა.

გერბის ძირში გამოსახულია სადევიზე ლენტი დევიზით „თუ ყოველი ეცდება ყველა მიაღწევს მიზანს” („Each Endeavouring, All Achieving” ლათინური დამწერლობით).

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება