ანტიგენწარმდგენი უჯრედი
ანტიგენწარმდგენი უჯრედი (ინგლ. antigen-presenting cell, APC) — ორგანიზმის იმუნური სისტემის უჯრედი, რომელიც უცხო ანტიგენებს MHC-თან კომლექსის სახით თავის ზედაპირზე წარადგენს. T ტიპის ლიმფოციტებს შეუძლიათ ამ კომპლექსის ამოცნობა. ანტიგენწარმდგენი უჯრედები ამუშავებენ ანტიგენებს და T-ლიმფოციტებს წარუდგენენ.