ანტა (ხეილუნგძიანგი)

(გადამისამართდა გვერდიდან ანტა, ხეილუნგძიანგი)

ანტა (ჩინ.: 安达, Āndá) — ოლქის დონის ქალაქი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხეილუნგძიანგის პროვინციის დასავლეთში, მდებარეობს ხარპინ-მანჭოულის რკინიგზაზე (ადრე ცნობილი როგორც ჩინეთის აღმოსავლეთის რკინიგზა), ქალაქი ტაცინგიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით დაახლოებით 30 კილომეტრში და ხარპინის ჩრდილო-დასავლეთით 110 კილომეტრში. ექვემდებარება ქალაქ სუეიხუას. ჩინეთის სათიბის და რძის მრეწველობის ცენტრი. ანტას მთლიანი ფართობიდან (3586 კმ²-ზე მეტი) 1814 კმ²-ზე სათიბებს უკავია.

 
ქალაქი ანტა (安達) რუკაზე (1955)

ამ მხარეში არსებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად ვარაუდობენ, რომ ანტას ტერიტორიაზე ადამიანის საქმიანობა, როგორიცაა ნადირობა და თევზაობა, 6000 წლის წინ , ნეოლითის ეპოქაში დაიწყო.

ანდას აქვს მუსონის გავლენით ნოტიო კონტინენტური კლიმატი. თვიური 24-საათიანი საშუალო ტემპერატურა მერყეობს -18.7°C დან იანვარში 23.1°C-მდე ივლისში და წლიური საშუალო ტემპერატურაა +4.19°C. წლიური ნალექების უმეტესობა მხოლოდ ივლისსა და აგვისტოში მოდის. ქალაქი ყოველწლიურად იღებს 2746 საათ სინათლეს.

ადმინისტრაციული დაყოფა

რედაქტირება

ანტა მოიცავს ოთხ ქვერაიონს, ცამეტ ქალაქს და ერთ დაბას.[1][2]

ქვერაიონები:

  • სინსინგის ქვერაიონი (新兴街道), თიესის ქვერაიონი (铁西街道), ანხონგის ქვერაიონი (安虹街道), ტუნგჩენგის ქვერაიონი (东城街道)

ქალაქები:

  • ანტა (安达镇), ძისინგგანგი(吉星岗镇), ჟენმინი (任民镇), ლაოხუგანგი (老虎岗镇), ჭონგპენი (中本镇), თაიფინგჭუანგი (太平庄镇), ვანპაოშანი (万宝山镇), იანგცაო (羊草镇), ჩანგდე (昌德镇), შენგფინგი (升平镇), ვოლითუნი (卧里屯镇), ხუოშიშანი (火石山镇), კუდახუ (古大湖镇)

დაბები:

  • სიენიუანი (先源乡)

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 年统计用区划代码和城乡划分代码:安达市 zh. National Bureau of Statistics of the People's Republic of China. ციტირების თარიღი: 2013-01-27
  2. 国家统计局 zh. National Bureau of Statistics of the People's Republic of China. ციტირების თარიღი: 2021-12-07