ანჟელიკა ბოიერი
ანჟელიკა ბოიერი (დ. 4 ივლისი, 1988, სენ-კლოდი, საფრანგეთი) — ფრანგული წარმოშობის მექსიკელი მსახიობი, მომღერალი და მოდელი.
ადრეულ ასაკში ჯგუფ Rabanitos Verdes-ის წევრი. შემდეგ გადაწყვიტა, გამხდარიყო მსახიობი და ჩაირიცხა ტელევისას სამსახიობო აკადემიაში, რომელიც წარჩინებით დაამთავარა. პირველად სერიალებში გამოჩნდა 2004 წელს, როდესაც მონაწილეობა მიიღო „გულის ლიმიტში“. ამას მოჰყვა 2006 წელს მონაწილეობა სერიალ „მეამბოხეში“, სადაც ორმაგი როლი შასრულა და 2007 წელს სერიალში „როგორც გოგონები“, სადაც უარყოფითი როლი განასახიერა.
2009 წელს მის კარიერაში გარდატეხა მოხდა. მან მონაწილეობა მიიღო მექსიკურ დამოუკიდებელ სატელევიზიო სერიალში „მკველელი ქალებში“, სადაც ცივსისხლიანი მკვლელის როლი განასახიერა. ამას მოჰყვა სერიალები „რკინის სული“ და „ველური გული“, სადაც მან ახალგაზრდა გმირების როლები განასახიერა. ეს როლები იმით განსხვავდებოდა წინა როლებისგან, რომ მაყურებელმა ანჟელიკა იხილა ზრდასრული ქალის ამპლუაში.
2011 წელი ანჟელიკა ბოიერის კარიერის აღმავლობის ხანა იყო. მან მონაწილეობა მიიღო სერიალ "ტერესაში", სადაც მთავარი გმირის, ახალგაზრდა ლამაზი და ამბიციური ტერესას როლი განასახიერა და პარტნიორობას უწევდა არონ დიას, ანა ბრენდა კონტრერას და სებასტიან რულს. სერიალში წარმატების შემდეგ ანჟელიკა 2011 წელს დასახელეს, როგორც საუკეთესო მსახიობი ქალი.
2012 წელს ბოიერმა მონაწილეობა მიიღო ანხელ ნესმას სერიალ "ვნების უფრსკულში", სადაც პარტნიორობა დავიდ სეპედას, მარკ ტეჩერს და ლივია ბრიტოს გაუწია. ამ სერიალში მან მიიღო მეორე მთავარი როლი. 2013 წელს მსახიობმა დადასტურა რომ მონაწილეობას მიიღებდა სებასტიან რულთან ერთად ანხელ ნესმას კიდევ ერთ სერიალში "ის ვინც ცხოვრება წამართვა", რომელიც მექსიკაში მაღალი რეიტინგით სარგებლობდა.
2016 წელს ანჟელიკამ მომაწილეონა მიიღო სერიალ „სამგზის ანა“, სადაც პარტნიორობას სებასტიან რული, პედრო მორენო და დავიდ ზეპედა უწევდნენ, მსახიობმა ამ სერიალში სამი ტყუპი დის როლი განასახიერა: ანა ლუსია, ანა ლეტიცია და ანა ლაურა. 2018 წელს ანჟელიკა ბოიერი გამოჩნდა სერიალში „სიყვარული სიკვდილამდე“, სადაც პარტნიორბას მიჩელ ბრაუნი უწევს. 2020 წელს პროდიუსერმა ჟიზელ გონსალესმა მსახიობი მიწვია სერიალ „სიცრუის იმპერიაში“, სადაც მას პარტნიორობას ანდრეს პალასიოსი უწევს. სერიალი მაღალი რეიტინგით სარგებლობდა. 2021 წელს მსახიობი გამოჩნდა სერიალში „დაძლიე წარსული“, სადაც პარტნიორობას სებასტიან რული უწევს. 2023 წელს მსახიობი დაბრუნდა სერიალში „უძლეველი სიყვარული“, სადაც მან განასახიერა მარენა რამოსის როლი, ქალი რომელსაც შვილები მოსტაცეს და მათ დადაბრუნებლად იბრძვის.