ანონსი“ — რუსული ყოველდღიური თეატრალურ-საბირჟო დასურათებული გაზეთი. გამოდიოდა თბილისში 1892 წელს; 1893 წლიდან გახდა ყოველდღიური საღამოს გაზეთი და გამოვიდა 312 ნომერი. იბეჭდებოდა ფელეტონები, პროგრამები, განცხადებები, თეატრალური აფიშები, თეატრალური ქრონიკები, სპექტაკლების ლიბრეტოები, საგასტროლოდ ჩამოსული მსახიობების ბიოგრაფიები და შემოქმედებითი პორტრეტები.

ლიტერატურა რედაქტირება