ანთოლოგიური სერიალი

ანთოლოგიური სერიალირადიო- ან სატელევიზიო სერიალი, ფილმების სერია, რომელიც წარმოადგენს სხვადასხვა ისტორიებს, პერსონაჟებს და განსხვავებულ გარემოებებს თითოეულ სერიაში, სეზონში, სეგმენტში ან მონაკვეთში.[1] ჩვეულებრივ, თითოეულ სერიაში სხვადასხვა სამსახიობო დასია წარმოდგენილი, მაგრამ რამდენიმე სატელევიზიო სერიალში, მაგალითად Four Star Playhouse-ში, მუშაობდა მსახიობების მუდმივი დასი, რომლებიც ყოველ კვირას განსხვავებულ დრამას აჩვენებდნენ.[2] ზოგიერთი ანთოლოგიური სერიალი, მაგალითად Studio One, რომელიც დაიწყო რადიოში, შემდეგ გაფართოვდა და ტელევიზიით იქნა ნაჩვენები. ქართველი მაყურებლებისთვის, საკმაოდ ცნობილი უცხოური ანთოლოგიური სერიალია „ამერიკული საშინელებათა ისტორია“.

Lux Radio Theater-ის სარეკლამო ნამუშევარი, ჯოან კროუფორდის გამოსახულებით.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. „Anthology series changing television“. 23 October 2015. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)
  2. Full Cast & Crew. ციტირების თარიღი: 19 April 2019