ანთისა რომაელი
ანთისა რომაელი — მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 8 დეკემბერი, ახალი სტილით - 21 დეკემბერი. წმინდა მოწამე ანთისა რომაელი წმინდა ამბროსი მედიოლანელმა მონათლა. როდესაც ქალაქის თავის მეუღლემ, სუნილდამ მას არიანული ცრუნათლობის მიღება შესთავაზა, წმინდანმა უარით უპასუხა. ამისათვის იგი აწამეს, დაბოლოს, ცეცხლში დაწვეს.
ლიტერატურა
რედაქტირება- წმიდანთა ცხოვრება, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.