ჯიმშერ ანთელავა

(გადამისამართდა გვერდიდან ანთელავა, ჯიმშერ)
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ანთელავა.

ჯიმშერ (ჯიმი) ნიკოლოზის ძე ანთელავა (დ. 3 ივნისი, 1928, თბილისი — გ. 5 დეკემბერი, 1987, იქვე) — ქართველი ოფთალმოლოგი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, პროფესორი.

ბიოიგრაფიარედაქტირება

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, ხოლო ასპირანტურის კურსი მოსკოვის პირველ სამედიცინო ინსტიტუტში გაიარა, სადაც დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და იქვე დარჩა სამუშაოდ. 1958 წელს დაბრუნდა თბილისში, დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. 1972 წლიდან სათავეში ცაუდგა ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის თვალის სნეულებათა კათედრას. მისი ინიციატივით აშენდა ახალი რესპუბლიკური თვალის სნეულებათა საავადმყოფო, რომლის ბაზაზე შეიქმნა რესპუბლიკის ოფთალმოლოგიური ცენტრი ორთაჭალაში.

ჯიმშერ ანთელავას კალამს ეკუთვნის 100-მდე სამეცნიერო ნაშრომი ოფთალმოლოგიის საკითხებზე, მათ შორის 3 ფუნდამენტური მონოგრაფიული გამოკვლევაა.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურარედაქტირება

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 54, თბ., 1994