ანზორ საკანდელიძე
ანზორ საკანდელიძე (დ. 18 მარტი, 1940, ქუთაისი – 6 იანვარი, 2024) — ქართველი ინჟინერი, მეცნიერი, სპორტსმენი, პოლიტიკოსი.
ანზორ საკანდელიძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 18 მარტი, 1940 |
დაბადების ადგილი | ქუთაისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი | 6 იანვარი, 2024 (83 წლის) |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
1963 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი. 1964-1981 წლებში მუშაობდა საქართველოს სსრ მშენებლობის სამინისტროს ტრესტ „მშენინდუსტრიის“ № 1 რკინა-ბეტონის ქარხნის მთავარი ტექნოლოგი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინჟინერი, ლაბორანტი, უფროსი ლაბორანტი, ასპირანტი, უმცროსი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელ;ი, დოცენტი. 1981-1985 წლებში იყო ცეკავშირის სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტის „საქკოოპმშენის“ თბილისის რკინა-ბეტონის ქარხნის დირექტორი, ამავე ტრესტის მმართველის მოადგილე. 1985 წლიდან საქართველოს რესპუბლიკის ვაჭრობის სამინისტროს სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტის თბილისის სამრეწველო საწარმოო კომბინატის დირექტორი, მთავარი ტექნოლოგი. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).