ანზორ გაბიანი

ქართველი სოციოლოგი, კრიმინოლოგი

ანზორ ალექსანდრეს ძე გაბიანი (დ. 12 ივნისი, 1935, თბილისი, — გ. 2016) — ქართველი სოციოლოგი. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1974), პროფესორი (1981), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1990).

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (1960). იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი (1960-1969), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) გამოყენებითი სოციოლოგიის კათედრის დოცენტი (1969–1974). გაბიანი სამეცნიერო მუშაობის ძირითადი სფერო იყო დამნაშავეობის სოციოლოგია, ნარკომანიისა და ნარკოდანაშაულის პრობლემები. ითვლებოდა დარგის ერთ-ერთ წამყვან ექსპერტად საბჭოთა კავშირში. მისი ინიციატივითა და ხელმძღვანელობით თსუ-ში სოციოლოგიის კათედრასთან 1974 წელს შეიქმნა დამნაშავეობის სოცილოგიის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია, რომლის ბაზაზეც 1992 წელს დაარსდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დამნაშავეთა წინააღმდეგ ბრძოლის პრობლემათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • დანაშაულობის მიზეზების შესახებ (ავტორი). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1969.
  • ალკოჰოლიზმის სოციალური სახე (ავტორი). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1987.
  • ქართულ-აფხაზური დაპირისპირების „საიდუმლო“ (ავტორი). - თბილისი, 2005.
  • ნარკოტიკული ქვესკნელი და მისი ბინადრები ანუ ნარკომანია და ნარკომანები (ავტორი). - თბილისი, შპს "ფავორიტი პრინტი", 2012.
  • Наркотизм, Тб., 1977.
  • Наркотизм вчера и сегодня, Тб., 1988.
  • На краю пропасти: наркомания и наркоманы, М., 1990.

ლიტერატურა

რედაქტირება