ანდრია სევერნი
ანდრია სევერნი (დ. 28 აპრილი, 1913, ტულა — გ. 1987) — რუსი ასტროფიზიკოსი, სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1968). 1935 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტ. 1938-1946 წლებში მუშაობდა სახელმწიფო ასატრონომიურლ ინსტიტუტში. 1946 წლიდან მუშაობდა ყირიმის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში. 1952 წლიდან იყო მისი დირექტორი. მისი ძირითადი შრომები ეხება თეორიულ ასტროფიზიკას და მზის ფიზიკას. გამოიკვლია მზის ანთებანი, დაადგინა მათი კავშირი მზის ლოკალურ მაგნიტურ ველებთან. აღმოაჩინა მზის 160 წუთიანი პულსაცია, აღმოაჩინა ვარსკვლავთა სუსტი მაგნიტური ველები.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 267.