ანდრია აბრამიშვილი
ანდრია აბრამიშვილი (დ. 10 აპრილი, 1910, გურჯაანის რაიონი, სოფელი ბაკურციხე — გ. 10 ოქტომბერი, 1983, თბილისი) — ქართველი მკვლევარი, ჟურნალისტი, ფილოლოგი.
დაამთავრა ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი ლინგვისტ–კავკასიისმცოდნის სპეციალობით 1939 წელს.
1933 წელს დაამთავრა გურჯაანის პედაგოგიური ტექნიკუმი. მუშაობდა ლენინგრადის მ. სალტიკოვ–შჩედრინის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში დაიწყო. 1941 წელს ჩაირიცხა ასპირანტურაში და იმავე წელს მოხალისედ წავიდა მეორე მსოფლიო ომში (1941–1945). 1946 წელს კი ისევ ასპირანტურაში დაბრუნდა. 1949–1974 წლებში ლენინგრადის მ. სალტიკოვ–შჩედრინის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის განყოფილების გამგე იყო. იკვლევდა წიგნთმცოდნეობის, ლიტერატურათმცოდნეობის, ლიტერატურული ურთიერთობებისა და ბიბლიოგრაფიის საკითხებს. ასევე ქართული წიგნის ისტორიას, ბიბლიოგრაფიას, ლიტერატურათმცოდნეობას. ანდრიას მიღებული აქვს საბრძოლო ჯილდოები.
დისერტაცია დაიცვა 1948 წელს თემაზე — „ქართული წიგნების ბეჭდვა საქართველოს საზღვრებს გარეთ (რომი და მოსკოვი)“.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- Грузинская периодика : каталог грузинской периодики (1819-1917), (ავტორი). — თბილისი, 1968. — 253 გვ.
- ლიტერატურული წერილები. (ავტორი). — თბილისი, საბჭოთა საქართველო, 1968. — 294 გვ.
- „ტფილისის ვედომოსტები“ („ტფილისის უწყებანი“) (ავტორი). — თბილისი. — 261 გვ.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ბიოგრაფიული ლექსიკონი — ანდრია აბრამიშვილი — საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა