ანდრე ასიმანი
ანდრე ასიმანი (ფრანგ. André Aciman; დ. 2 იანვარი, 1951, ეგვიპტე) — ამერიკელი მწერალი. დაიბადა და გაიზარდა ეგვიპტის ქალაქ ალექსანდრიაში. არის გამორჩეული პროფესორი ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ცენტრში, სადაც ასწავლის ლიტერატურის თეორიის ისტორიასა და მარსელ პრუსტის შემოქმედებას[5].
ანდრე ასიმანი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 2 იანვარი, 1951[1] (73 წლის) |
დაბადების ადგილი | ალექსანდრია[2] |
საქმიანობა | მწერალი, უნივერსიტეტის პროფესორი, ლიტერატურული კრიტიკოსი, ჟურნალისტი, რომანისტი, ავტორი, ლიტერატურის თეორიტიკოსი[3] , ლიტერატურის ისტორიკოსი[3] და gay fiction writer |
მოქალაქეობა | აშშ |
ალმა-მატერი | ჰარვარდის უნივერსიტეტი, ლემანის კოლეჯი და Victoria College |
პერიოდი | 2020 |
ჯილდოები | გუგენჰაიმის სტიპენდია[4] და ლიტერატურული პრემია ლამბდა |
ხელმოწერა | |
ანდრე ასიმანი რამდენიმე რომანის ავტორია. მათ შორის განსაკუთრებულ ადგილს იკავებს: „შენი სახელით მომმართე“ (2007 წლის ლამბდას ლიტერატურული პრემიის ლაურეატი[6] გეი მხატვრული ლიტერატურის კატეგორიაში) და გამოცემული მემუარები, რომელიც 1995 წელს „უაითინგის პრემიის“ ლაურეატი გახდა.
ასიმანი ასწავლიდა შემოქმედებით წერას ნიუ-იორკის უნივერსიტეტსა და ფრანგულ ლიტერატურას პრინსტონსა და ბარდ კოლეჯში.
პირადი ცხოვრება
რედაქტირებაანდრე ასიმანი დაქორწინებულია სუზან ვივიოტზე. ჰყავს სამი ვაჟი: ალექსანდერი და ტყუპები: ფილიპი და მაიკლი.[7]. მისი მეუღლე, სუზანი, არის ვისკონსინის უნივერსიტეტისა და ჰარვარდის იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებული და ამჟამად ნიუ-იორკში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციის The Bridge აღმასრულებელი დირექტორია[8].
ასიმანი საკუთარ სექსუალობაზე საუბრისას აღნიშნავს, რომ არის უფრო მეტად სექსუალურად ფლუიდური[9], ვიდრე – ჰეტეროსექსუალი ან ჰომოსექსუალი.
ჯილდოები
რედაქტირებაშემოქმედება
რედაქტირებაწიგნები
რედაქტირება- 1995 — ეგვიპტის მიღმა (მემუარი) (Out of Egypt)
- 2000 — ცრუ ქაღალდები: ესეები გადასახლებასა და მოგონებებზე (False papers: essays on exile and memory)
- 2004 — პრუსტის პროექტი (The Proust Project)
- 2007 — შენი სახელით მომმართე (რომანი) (Call Me by Your Name)
- 2010 — რვა თეთრი ღამე (რომანი) (Eight White Nights)
- 2011 — ალიბი: ესეები სხვაგვარობაზე (Alibis: Essays on Elsewhere)
- 2013 — ჰარვარდის მოედანი (რომანი) (Harvard Square)
- 2017 — ენიგმა ვარიაციები (რომანი) (Enigma Variations)
- 2019 — მიპოვე მე (რომანი) (Find Me)
ესეები და მოკლე მოთხრობები
რედაქტირება- 2007 — ბატონო კალაშნიკოვ[11] (Monsieur Kalashnikov)
- 2013 — ებინგდონის სკვერი (Abingdon Square)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ https://pantheon.world/profile/person/André_Aciman
- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #119374730 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ 3.0 3.1 Czech National Authority Database
- ↑ Guggenheim Fellows database
- ↑ "André Aciman" დაარქივებული 2008-08-28 საიტზე Wayback Machine. . City University of New York. Retrieved 18 August 2009.
- ↑ 6.0 6.1 20th Annual Lambda Literary Awards Winners and Finalists". Retrieved 1 January2017.
- ↑ https://www.out.com/out-exclusives/2017/12/07/call-me-your-name-author-film-they-all-deserve-oscars ნანახია 2018 წლის 27 აპრილს
- ↑ https://www.marketscreener.com/business-leaders/Susan-Wiviott-0D79Q6-E/biography/ ნანახია: 8.02.2019
- ↑ https://inews.co.uk/culture/andre-aciman-interview-call-me-by-your-name-enigma-variations/ ნანახია: 2.08.2019
- ↑ Whiting Awards პრემიის ლაურეატები
- ↑ „ბატონო კალაშნიკოვ“ The Paris Review, ნანახია: 2018 წლის 27 აპრილს