ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ანდრეი ვალერიევიჩ ჟოლდაკი (უკრ: Андрій Валерійович Жолдак; დ. 3 ნოემბერი, 1962, კიევი) ― უკრაინელი თეატრალური რეჟისორი, უკრაინის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (2004)[1], უკრაინის III ხარისხის ღირსების ორდენის კავალერი (2009).[2]

ანდრეი ჟოლდაკი
მშობლიური სახელი Андрій Валерійович Жолдак
დაბადების თარიღი 3 ნოემბერი, 1962
კიევი
მოქალაქეობა უკრაინა
საქმიანობა თეატრის რეჟისორი
აქტიური 1989-დღემდე
ჯილდოები უკრაინის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, ოქროს ნიღაბი, III ხარისხის ღირსების ორდენი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ანდრეი ჟოლდაკი 1962 წლის 3 ნოემბერს კიევში დიაბადა. დაამთავრა ტარას შევჩენკოს სახელობის სამხატვრო სკოლა (კიევი). სარეჟისორო განათლება კიევის კინოს, თეატრისა და ტელევიზიის ეროვნულ უნივერსიტეტში მიიღო. 1989 წელს თეატრალური ხელოვნების რუსული ინსტიტუტი დაამთავრა. 1995 წლიდან არის საერთაშორისო ფონდის „უკრაინა-კულტურა-ევროპა“ პრეზიდენტი. 2006 წლიდან გერმანიაში ცხოვრობს.

ჯილდოები

რედაქტირება
  • 2000: პრემიის „კიევის პექტორალი“ ნომინანტი, კატეგორია „საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევარი“ (სპექტაკლი „იდიოტი“)
  • 2004: იუნესკოს პრემიის ლაურეატი საშემსრულებლო ხელოვნების სფეროში.[3]
  • 2014: პრემიის „ოქროს ნიღაბი“ ლაურეატი საუკეთესო საოპერო სპექტაკლისა და საუკეთესო რეჟისურისთვის (სპექტაკლი „ევგენი ონეგინი“)[4]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ანდრეი_ჟოლდაკი“-დან