ანბანთქებააკროსტიქის ნაირსახეობა, ანბანის რიგის, თანმიმდევრობის მიხედვით გაწყობილი ლექსი. უაღრესად პოპულარული იყო XVII-XVIII საუკუნეებში, ნაწილობრივ მეცხრამეტეშიც. შინაარსობრივად ამ ყაიდის ლექსები ზოგჯერ საგანმანათლებლო, სამოძღვრო, დიდაქტიკურ მიზნებს ემსახურებოდა. ანბანთქებანი ჰქონდათ თეიმურაზ I-ს, არჩილს, ვახტანგ მეექვსეს, თეიმურაზ მეორეს, ბესიკს და ზოგიერთ სხვა პოეტს. დავით გურამიშვილმაც კი მოუხადა ხარკი ამ მოდურ გატაცებას.

აღნაგობა

რედაქტირება

აღნაგობის თვალსაზრისით ლექსის ამ სახეობის შემდეგი ძირითადი ტიპეში შეიქმნა:

  • ლექსის პირველი სტროფის ოთხივე სტრიქონი იწყება ასოთი, მეორე სტროფის ასოთი და ასე ბოლომდე;
  • ლექსის პირველ სტროფში ყოველი სიტყვა იწყება ასოთი, მეორეში ასოთი და ასე შემდეგ.
  • ლექსის პირველი სტრიქონის ყოველი სიტყვა იწყება ასოთი, მეორე სტრიქონისა — ასოთი, მესამისა ასოთი და ასე ბოლომდე.