ანა (საკუთარი სახელი)

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.
ანა

(ბერძ. Ἄννα, ებრ. חַנָּה Ḥannāh)

ძველი ებრაული, ბერძნული, ლათინური
სქესი: მდედრობითი
ეტიმოლოგიური მნიშვნელობა: სასურველი, სანდომიანი

კნინობ. ფორმები: ანუკი, ანო, ანუკა, ანანო, ანიკო, ანი.
უცხოენოვანი ანალოგები:

ინგლ. Ann, Anna

დაკავშირებული სტატიები: დაწყებული „ანა“

ყველა სტატია „ანა“

ანა (ბერძ. Ἄννα, ებრ. חַנָּה Ḥannāh) — სახელი, რომელიც წარმოდგება ძველი ბერძნული და ებრაული სახელებიდან, რაც ქართულად „სასურველს“, „სანდომიანს“, „საამოს“ ნიშნავს. ღვთისმშობელ მარიამის დედის სახელია. ამასთანავე, ეს სახელი ერქვა უამრავ სხვა წმინდანსა და დედოფალს.

საკუთარ სახელ ანას სხვადასხვა ვარიაცია მთელ მსოფლიოში ფართოდაა გავრცელებული, როგორებიცაა, მაგალითად, Anne – ფრანგულად, Ann – ინგლისური დაწერილობით, Anniესტონურად, ფინურად, გერმანულად და შვედურად. თუმცა, ყველაზე ფართოდ სახელის ვარიანტებიდან გვხვდება Annaბულგარულად, კატალანურად, მალაიალამის ენაზე, ჩეხურად, დანიურად, ნიდერლანდურად, ინგლისურად, ესტონურად, ფინურად, გერმანულად, ბერძნულად, უნგრულად, ისლანდიურად, იტალიურად, იაპონურად, ლატვიურად, ნორვეგიულად, პოლონურად, რუსულად, სლოვაკურად და შვედურად.