ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ანა ქასრაშვილი (დ. 23 ნოემბერი, 1986, ბათუმი) — ქართველი კომპოზიტორი, გამაორკესტრებელი, სიმღერების ავტორი და პიანისტი. 2018 წლიდან — ვალენსიის ბერკლის კოლეჯის წარმომადგენელი საქართველოში.

ანა ქასრაშვილი
დაბადების თარიღი 23 ნოემბერი, 1986 (1986-11-23) (38 წლის)
ბათუმი, საქართველო
განათლება ვალენსიის ბერკლის კოლეჯის მაგისტრატურა - კინოს, ტელევიზიისა და ვიდეოთამაშების მუსიკის ფაკულტეტი
საქმიანობა კომპოზიტორი, გამაორკესტრებელი, სიმღერების ავტორი და პიანისტი
ჯილდოები
  • World Soundtrack Awards 2020-ის SABAM-ის ახალგაზრდული ნომინაციის გამარჯვებული;
  • ესპანეთში 2018 წელს გამართული ხუან ხილის კინომუსიკის მე-2 საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული;
  • კალიფორნიის დამოუკიდებელი ფილმების ფესტივალის ფარგლებში 2015 წელს გამართული კინომუსიკის კონკურსის გამარჯვებული.
საიტი anakasrashvili.com

ანა არის პირველი ქართველი კომპოზიტორი, რომელმაც 2017 წელს ემის მფლობელი რიჩარდ ბელისის ხელმძღვანელობით, ჰოლივუდში ASCAP-ის კინომუსიკის ვორქშოპი გაიარა და იქ შექმნილი ნაწარმოები 20th Century Fox-ის ხმის ჩამწერ სტუდია Newman Scoring Stage-ში 64-კაციანი ორკესტრის შესრულებით ჩაწერა [1].

2015 წელს წარჩინებით დაამთავრა ვალენსიის ბერკლის კოლეჯის მაგისტრატურა „კინოს, ტელევიზიისა და ვიდეოთამაშების მუსიკის“ მიმართულებით და მოიპოვა გამორჩეული სტუდენტის ჯილდო [2]. იმავე წელს კალიფორნიის დამოუკიდებელი ფილმების ფესტივალის ფარგლებში გამართულ კინომუსიკის კონკურსზე აიღო პირველი ადგილი და ეწოდა „წლის კომპოზიტორი“. 2018 წელს გახდა ესპანური ღვინის კომპანია „ხუან ხილის“ მიერ დაარსებული კინომუსიკის მე-2 საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული[3]. 2020 წლის ზაფხულში კრაკოვის კინომუსიკის საერთაშორისო კონკურსზე აიღო მეორე ადგილი (კონკურსის ისტორიაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ქალი კომპოზიტორი საუკეთესო სამეულში მოხვდა). იმავე წლის შემოდგომაზე ანა გახდა Soundtrack Awards-ის SABAM [4] ახალგაზრდული ნომინაციის გამარჯვებული[5] პირველი ქალი ომპოზიტორი.

ვალენსიის ბერკლის კოლეჯის კინომუსიკის ფაკულტეტის გამორჩეული სტუდენტის ჯილდო
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ანა_ქასრაშვილი“-დან