ანაჰიტ ავანესიანი

ანაჰიტ ავანესიანი (სომხ. Անահիտ Ավանեսյան; დ. 21 მარტი, 1981) — სომეხი იურისტი, პოლიტიკოსი, თანამდებობის პირი. სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი 2021 წლის იანვრიდან.[2] მანამდე ის იყო იურისტი სომხეთის სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ფარმაცევტულ ინდუსტრიაში.

ანაჰიტ ავანესიანი
დაბადების თარიღი 21 მარტი, 1981(1981-03-21) (43 წლის)
დაბადების ადგილი ერევანი
მოქალაქეობა  სსრკ
 სომხეთი
განათლება ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი და სომხეთის ამერიკული უნივერსიტეტი
დედა Margoush Vardanian[1]

განათლება

რედაქტირება

ანაჰიტ ავანესიანი 1997 წელს ჩაირიცხა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, საიდანაც 2000 წელს მიიღო მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი სამოქალაქო სამართალში.[3] მან განაგრძო სწავლა სომხეთის ამერიკულ უნივერსიტეტში და დაამთავრა სამართლის სამაგისტრო პროგრამა.[4] გარდა ამისა, 2002-2004 წლებში ავანესიანი მონაწილეობდა ლიდერობის განვითარების ცენტრის ლიდერობის პროგრამებში ტრანს კავკასიისა და სამხრეთ კავკასიის ახალგაზრდა ქალთა ლიდერობის პროგრამაში. 2003 წელს იგი ევროპის საბჭოს შტაბ-ბინაში, სტრასბურგში გაეცნო ევროპის საბჭოს სტრუქტურას და ფუნქციებს.[3]

პროფესიული კარიერა

რედაქტირება

მისი პროფესიული კარიერა 2000 წელს დაიწყო საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო რეზერვის სააგენტოს იურისტად საგანგებო სიტუაციების სამინისტროში.[3] ანაჰიტ ავანესიანი 2000-2001 წლებში მუშაობდა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტში. 2001-2002 წლებში იურიდიულ კონსულტაციას უწევდა სახელმწიფო რეზერვების სააგენტოში. 2014-2015 წლებში იყო სს „არფარმასიის“ ადმინისტრაციის დირექტორი, 2016 წლიდან კი – გენერალური დირექტორი. 2017 წლიდან არის ადვოკატთა პალატის წევრი. [5] 2005 წლიდან 2015 წლამდე იყო არასამთავრობო ორგანიზაცია „Democracy Today“-ის იურისტი. 2017-2018 წლებში იყო შპს „აბოვიან 39“-ის დირექტორი.[4] 2014 წლისთვის იგი გადავიდა ფარმაცევტულ ინდუსტრიაში „Arpharmacia“-ში, სადაც იყო გამგეობის წევრი 2017 და 2018 წლებში.[3]

პოლიტიკური კარიერა

რედაქტირება

მან ადმინისტრაციული თანამდებობა პირველად დაიკავა 2018 წლის მაისში, მაშინ როდესაც დაინიშნა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ. ორი წლის შემდეგ, 2020 წლის მაისში გახდა ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე.[6] 2021 წლის იანვარში ანაჰიტმა თანამდებობაზე ჩაანაცვლა ჯანდაცვის მინისტრი არსენ ტონოიანი, რომელიც იყო „სამოქალაქო ხელშეკრულების“ წევრი.[2] ტონოიანი არის ერთადერთი ქალი წევრი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის კაბინეტში.[7] როგორც სომხეთის რესპუბლიკის ამჟმინდელი ჯანდაცვის მინისტრი, ანაჰიტ ავანესიანი არის მთავარი პიროვნება Covid-19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში.[8][9]

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

ანაჰიტ ავანესიანს ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.[3]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Փոխնախարարին կապակցված ընկերությունը 210 մլն դրամի դեղամիջոցներ է վաճառել պետությանը
  2. 2.0 2.1 Pashinian Again Defends Government’s Response To Pandemic hy. ციტირების თარიღი: 2021-07-07
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 Anahit Avanesian | Government - Team Members - The Government of the Republic of Armenia en. ციტირების თარიღი: 2021-07-07
  4. 4.0 4.1 Anahit Avanesyan en. ციტირების თარიღი: 2021-07-07
  5. advocates.am
  6. Anahit Avanesyan to replace Arsen Torosyan as Minister of Health en-US. ციტირების თარიღი: 2021-07-07
  7. Avedian, Lillian. (2021-05-12) How will women participate in Armenia's new government? en-US. ციტირების თარიღი: 2021-07-10
  8. Armenia Adding Hospital Beds To Care For COVID-19 Patients Amid 'Third Wave' en. ციტირების თარიღი: 2021-07-10
  9. Armenia To Buy American COVID-19 Vaccines hy. ციტირების თარიღი: 2021-07-10