ანატოლი კიზირია
ქართველი ინჟინერი, მეცნიერი, სოფლის მეურნეობის მუშაკი
ანატოლი კიზირია (დ. 14 ივნისი, 1889, ნოსირი — გ. 9 თებერვალი, 1976) — ქართველი ინჟინერი, მეცნიერი, სოფლის მეურნეობის მუშაკი.
1913 წელს დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტი და 1916 წელს პეტროვსკოე-რაზუმოვსკის სასოფლო-სამეურნეო აკადემია.
1918-1920 და 1923-1936 წლებში მუშაობდა თბილისის მიწათმოქმედების სახალხო კომისარიატში, სენაკის მაზრის რევკომში. 1932-1938 წლებში სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში მექანიზაციისა და ელექტროფიკაციის კათედრის გამგედ. 1938-1971 წლებში საქართველოს ზოოვეტერინალური სასწავლო-საკვლევი ინსტიტუტის მექანიზაციისა და ელექტროფიკაციის კათედრის გამგედ. 1973-1976 წლებში საქართველოს სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტროფიკაციის ინსტიტუტში კონსულტანტად.
ჯილდოები
რედაქტირება- 1965 საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5 თბ., 1980 გვ. 511-512