ანასტასია ერისთავ-ხოშტარიას ქუჩა

ანასტასია ერისთავ-ხოშტარიას ქუჩა — ქუჩა თბილისში, მთაწმინდის რაიონში (ვარდისუბანი). დასაწყისი ძმები კაკაბაძეების ქუჩიდან. წარმოიქმნა XIX საუკუნეში. ადრე გრიგოლ არწრუნის სახელი ერქვა (შეტანილია თბილისის გამგეობის მიერ 1903 წელს შედგენილ ქუჩების სიაში), 1922-იდან — ტასო (ანასტასია) აბაშიძის, 30-იანი წლებიდან — ანასტასია ხოშტარია-ერისთავის. 50-იან წლებში ანასტასია ერისთავ-ხოშტარიას სახელი დაერქვა. აქვს ერთი ჩიხი (1903 წლის სიაში — ყარსის შესახვევი).

ანასტასია ერისთავ-ხოშტარიას ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი მთაწმინდის რაიონი
უბანი ვარდისუბანი
წინა სახელები გრიგოლ არწრუნის ქუჩა, ტასო აბაშიძის ქუჩა, ანასტასია ხოშტარია-ერისთავის ქუჩა

ლიტერატურა

რედაქტირება