ანარქისტის კულინარიული წიგნი
ანარქისტის კულინარიული წიგნი (ინგლ. The Anarchist Cookbook) — სახელმძღვანელო, რომელშიც აღწერილია თუ როგორ დავამზადოთ სახლის პირობებში სხვადასხვა ასაფეთქებელი მოწყობილობები, ცეცხლსასროლი იარაღები, შხამები და ა.შ.
„ანარქისტის კულინარიული წიგნი“ | |
---|---|
The Anarchist Cookbook | |
ინგლისური გამოცემის გარეკანი | |
ავტორი | უილიამ პაუელი |
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური |
გამომცემელი | ლაილ სტიუარტი |
გამოცემის თარიღი | 1971 [1] |
oclc | 120422 |
ISBN | 0-9623032-0-8 |
1960-იანებში დაწერილი და 1971 წელს გამოსული წიგნი, რომელშიც ავტორმა უილიამ პაუელმა გამოხატა პროტესტი ამერიკის მიერ ვიეტნამში წამოწყებული ომის გამო. სახელწოდების მიუხედავად წიგნი არ არის კავშირში ანარქისტულად მოძრაობასთან. თავდაპირველად წიგნი შეიცავდა შემდეგ განყოფილებებს: ასაფეთქებლის დამზადება, ელექტრონიკა, ნარკოტიკული საშუალებები, ხელჩართულ ბრძოლაში გამოსაყენებელი ილეთები. წიგნმა თანდათანობით საკულტო სტატუსიც შეიძინა და განსაკუთრებით პოპულარული გახდა რადიკალურად განწყობილ ახალგაზრდებში.
2014 წლის 21 აპრილს „ანარქისტის კულინარიული წიგნი“ მოხვდა „ექსტრემისტული მატერიალების ფედერალურ სიაში“.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ანარქისტის კულინარიული წიგნი დაარქივებული 2016-04-20 საიტზე Wayback Machine. (რუსული)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ The Anarchist Cookbook LoC entry. ციტირების თარიღი: მაისი, 15, 2010.