ანანოს დაბადების დღე
ანანოს დაბადების დღე — ოთარ ლითანიშვილის ფილმი.
„ანანოს დაბადების დღე“ | |
---|---|
დამდგმელი რეჟისორი | ოთარ ლითანიშვილი |
სცენარის ავტორი | ოთარ ლითანიშვილი |
ოპერატორი | გიორგი ფაილოძე |
მონტაჟი | ირაკლი ჭეიშვილი |
მხატვარი | ოთარ III ლითანიშვილი |
გამოსვლის თარიღი | 2003 |
ქვეყანა | საქართველო |
ენა | ქართული |
სიუჟეტი
რედაქტირებაყურადღება! ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.
ერთ–ერთი ქართული ტელეარხის ეთერში მიდის გადაცემა საქართველოში მცხოვრები უცხოელებისათვის – "ვისაუბროთ ქართულად". გადაცემის წამყვანი მაყურებელს უჩვენებს სასწავლო ფილმს, რომელიც აგებულია უილიამ შექსპირის "ოტელოს" მოტივებზე. წამყვანი დროდადრო ერთვება ფილმის მსვლელობაში და ტელემოწაფეებს ზოგიერთ ქართულ სიტყვას და გამოთქმას უხსნის, გადაცემის ბოლოს კი დავალებას აძლევს მათ: მაყურებელმა უდა გამოიცნოს, რომელი ცნობილი ნაწარმოების მიხედვით არის ეს სასწავლო ფილმი ჰადაღებული და რა არის სიუჟეტში შეცვლილი.[1]
როლებში
რედაქტირება- ზურაბ გეწაძე (ომარი)
- ნანა (ნანუკა) ლითანიშვილი (ანანო)
- გიორგი პიპინაშვილი (იურა)
- დავით გომართელი (ჯიმი)
- ხათუნა აბაშიძე (ემა)
- ალექსანდრე სავიცკი (ბ–ნი ბესო)
- მარიშა მაისურაძე (ნაზი)
- თამუნა ჯაფარიძე (ტელე–წამყვანი)
- ალიკო ლორთქიფანიძე (თამადა)