ანათემა
ანათემა (ბერძ. anathema — დაწყევლა) — საეკლესიო განკვეთა, დაწყევლა, შეჩვენება, უდიდესი სასჯელი ქრისტიანულ ეკლესიაში. ქართულ ეკლესიაში ანათემის შესატყვისად ზოგჯერ იხმარება „შერისხვა“.
ანათემის გამოტანის უფლება ჰქონდა საეკლესიო კრებას, კათოლიკურ სამყაროში — პაპს. იყო დაშინების საშუალება. ანათემა გამოუცხადეს ბარუხ სპინოზას, სტეფანე რაზინს, ემელიან პუგაჩოვს, მრავალ მეცნიერსა თუ მოღვაწეს. 1918 წელს პატრიარქმა ტიხონმა ანათემა გამოუცხადა საბჭოთა კავშირს. ამჟამად ანათემას მიმართავს ვატიკანი.
ლიტერატურა
რედაქტირება- აკაკი გელოვანი, რწმენა ღმერთები ადამიანები, რელიგიურ ტერმინთა ლექსიკონი, თბ. 1990