ანაერობული ენტეროტოქსემია

(გადამისამართდა გვერდიდან ანაერობული დიზენტერია)

ანაერობული ენტეროტოქსემია, ანაერობული დიზენტერია — ძუძუმწოვრებისა და ფრინველების მწვავე ინფექციური დაავადება. ყველაზე მეტად მგრძნობიარეა ადრეული ასაკის მოზარდეული (ბატკნების სიკვდილიანობა 100%-მდეა, იხ. ბატკნის ანაერობული დიზენტერია). გამომწვევია ჩხირისებრი ანაერობული ბაქტერია — Clostridium perfringens (A, B, C და D ტიპი), რომელიც წარმოქმნის მაღალტოქსიკურ სპორებსა და კაფსულებს, რაც იწვევს დაავადებულის სიკვდილს. გავრცელებულია მრავალ ქვეყანაში. გამომწვევი გადაეცემა დაავადებული ან დაავადებაგადატანილი ცხოველიდან საკვებისა და ინვენტარის საშუალებით. დაავადების გაჩენას ხელს უწყობს ცხოველის შენახვისა და კვების არახელსაყრელი პირობები. საინკუბაციო პერიოდი 1–5 დღეა. მთავარი კლინიკური ნიშანია ფაღარათი, ხშირად სისხლნარევი. დიაგნოზი ისმება ლაბორატორიულად. სამკურნალოდ იყენებენ ანტიბიოტიკებსა და შრატებს. პროფილაქტიკა: დეზინფექცია, საკვების კონტროლი, ვაქცინაცია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Анаэробная дизентерия // Сельско-хозяйственный энциклопедический словарь / Главный редактор: В. К. Месяц. — М.: «Советская энциклопедия», 1989. — стр. 29.
  • Есепёнок В. А. Анаэробная энтеротоксемия // Большая российская энциклопедия. т. 1. — М., 2005. — стр. 676.