ანაგის მთავარანგელოზის ეკლესია
ანაგის მთავარანგელოზის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფელ ანაგაში.
აღწერა
რედაქტირებაანაგის მთავარანგელოზის ეკლესია დარბაზული ნაგებობაა. ნაშენია აგურითა და ქვით კირხსნარზე. მოგვიანებით აფსიდის მხარეს აგურის მინაშენი გაუკეთებიათ და ეკლესია დაუგრძელებიათ.
თავდაპირველ ეკლესიას შესასვლელი დასავლეთიდან და სამხრეთიდან ჰქონდა. სამხრეთის კარი მინაშენის გაკეთების შემდეგ გასასვლელ კარად იქცა. ამჟამინდელი აფსიდა თავდაპირველ ტაძარის გადაკეთების დროინდელია. იგი ნახევარწრიულია და სრულდება ნახევარელიფსური კამარით, რომელიც დარბაზისგან მხრებზე გადაყვანილი თაღითაა გამოყოფილი. თავდაპირველი ეკლესიის აფსიდის მხრები ამჟამად ტაძრის პილასტრის როლს ასრულებს, რომელზეც კამარის საბჯენი თაღი გადადის. ტაძრის თაღოვანი სარკმლები მოგვიანებითაა გაფართოვებული.
ეკლესია შიგნიდან შელესილია საბჭოთა პერიოდში, შელესილობის ქვეშ მოჩანს ლურჯი საღებავი — შესაძლოა მოხატულობის კვალი. დასავლეთის ფასადზე ტაძარს აქვს მორთულობა: აგურის ჩაღრმავებით გამოყვანილია ჯვარი და მის მკლავებს ზემოთ აგურისავე ლუნეტები.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 6528