ამსტერდამის სექსის მუზეუმი
ამსტერდამის სექსის მუზეუმი ვენუსტემპელი (ნიდერლ. Venustempel) — მსოფლიოს პირველი და უძველესი სექსის მუზეუმია. იგი მდებარეობს ამსტერდამში მისამართზე: Damrak 18, 1012 LH Amsterdam. მუზეუმი მოიცავს XVII საუკუნიდან დღემდე შეგროვებულ ექსპონატებს, რომლებიც თავად მუზეუმის მფლობელებმა შეაგროვეს. მუზეუმი განთავსებულია XVII საუკუნის შენობაში, რომელიც მდებარეობს ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში.
მუზეუმი ყოველწლიურად მასპინძლობს 500,000-მდე დამთვალიერებელს და ამსტერდამის ერთ-ერთ ყველაზე კომერციულად წარმატებულ მუზეუმადაა მიჩნეული.