ამო (ირაკლი ჩარკვიანის ალბომი)
ამო — ირაკლი ჩარკვიანის სტუდიური ალბომი, რომელიც გამოვიდა 2001 წლის 12 დეკემბერს. ეს არის მუსიკოსის რიგით მესამე სტუდიური ალბომი.
ამო | ||||
---|---|---|---|---|
სტუდიური ალბომი — | ||||
გამოცემის თარიღი | 2001 | |||
ლეიბლი | Geo Records | |||
ირაკლი ჩარკვიანი — ქრონოლოგია | ||||
|
ინფორმაცია
რედაქტირებაალბომი ერთი წლის მანძილზე იწერებოდა, თუმცა სიმღერები „საქართველო“ და „უსაფრთხოება“ უფრო ადრე შეიქმნა.
დისკი მეტწილად როკ-მუსიკის ელემენტებს ატარებს, თუმცა ელექტრონული რითმებიც ახასიათებს. ირაკლი ჩარკვიანის თქმით, ეს იყო მისი ყველაზე კონცეპტუალური ალბომი, სადაც აისახა თანამედროვე რეალობა.
ალბომის გარეკანის დიზაინი ეკუთვნის ირაკლის შვილ მაქსიმე ჩარკვიანს, ხოლო გარეკანზე გამოტანილი ფოტოსურათი 1912 წელს უცნობი ფოტოგრაფის მიერ არის გადაღებული.
სიმღერების სია
რედაქტირება- საქართველო
- ამო (მზეო)
- ამო
- ერთად
- ბუია
- სექსი
- ორღანი 78
- დისკო
- ისტორიას
- როგორც ჩანს
- ჭერს
- უსაფრთხოება
- წყალს
ალბომის გამოშვებები
რედაქტირებათარიღი | ლეიბლი | ფორმატი | კატალოგის ნომერი |
---|---|---|---|
12.12.2001 | Geo Records | CD | - |
13.10.2024 | Georgian Music Legacy Collection | 2 x LP | GMLC008 |