ამორძალი (მოდილიანი)
„ამორძალი“ (იტალ. Amazzone) — იტალიელი მხატვრის, ამედეო მოდილიანის ნახატი, შესრულებული 1909 წელს. სურათი შეიქმნა საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში. სურათზე ასახული ახალგაზრდა არისტოკრატი ქალი არ არის იდენტიფიცირებული. „ამორძალი“ ინახება კერძო კოლექციაში.
ამორძალი | |
---|---|
Amazzone | |
ავტორი | ამედეო მოდილიანი |
წელი | 1909 |
კატალოგი | 21 |
ტიპი | ზეთით ფერწერა |
სიმაღლე | 92 |
სიგანე | 65 |
მუზეუმი | კერძო კოლექცია |