ამირან წერეთელი
ამირან წერეთელი (დ. 21 მარტი, 1951, ბათუმი) — მეზღვაური, პედაგოგი
ბიოგრაფია
რედაქტირებაამირან წერეთელი დაიბადა 21 მარტს, 1951 წელს, ქალაქ ბათუმში. მან 1973 წელს დაამთავრა ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებელი შტურმან-გემთწამყვანის სპეციალობით, 1981 წელს ოდესის უმაღლესი საზღვაო-საინჟინრო სასწავლებლები ინჟინერ-გემთწამყვანის სპეციალობით, ხოლო 1991 წელს ნოვოროსიისკის უმაღლესი საზღვაო-საინჟინრო სასწავლებლები ინჟინერ-გემთწამყვანის სპეციალობით. მუშაობა დაიწყო საქართველოს საზღვაო სანაოსნოს მცურავ შემადგენლობაში რიგით მატროსად, მომდევნო წლებში, სანაოსნოს სხვადასხვა გემებზე ცურვისას გაიარა მან შტურმანობის ყველა საფეხური, იყო კაპიტნის მეოთხე, მესამე და მეორე რანგის თანაშემწე. 1987 წელს მონაწილეობა მიიღო საქართველოს საზღვაო სანაოსნოსათვის ხორვატიის პორტ სპლიტის გემთსაშენში აგებული ახალი ტანკერის - «აკადემიკოს ვეკუას» მიღებასა და ექსპლუატაციაში გაშვებაში. 1988 წელს გახდა შორეული ნაოსნობის კაპიტანი, მომდევნო წლებში კაპიტნად ცურავდა საქართველოს საზღვაო სანაოსნოს, ერთობლივი კომპანია ,,ANGLO-GEORGIAN SHIPPING,,-ისა და ,,COLUMBIA SHIPMANAGEMENT,,-ის ტანკერებზე რომლებიცაა:(ილია ჭავჭავაძე), (გ. ორჯონიკიძე), (პარნარი) და (ანდრეა). 2000 წლიდან კაპიტანი ამირან წერეთელი საქმიანობას მსოფლიოს სხვადასხვა სანაოსნო კომპანიების «Desire Maritime» -ის, «Candice Navigation»-ის, «Witney Maritime»-ის, «Evelin Shipping»-ის, «Bevereli Navigation»-ის «Jillian Navigation»-ისა და სხვათა გემებზე განაგრძობს, ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში.
ლიტერატურა
რედაქტირება- პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com [1]