ამირან მიხეილის ძე მორჩილაძე (დ. 4 აპრილი, 1922, თბილისი, — გ. 1983, იქვე, დაკრძალულია საბურთალოს სასაფლაოზე) — ქართველი თერაპევტი, საბჭოთა პერიოდის პოლიტიკური პატიმარი; საქართველოს სსრ დამსახურებული ექიმი (1983).[1]

თბილისის გერმანული სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში. 1943 წელს სტუდენტ ჭაბუა ამირეჯიბთან და 18 სხვა პირთან ერთად საბჭოთა შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატმა დააპატიმრა თბილისში მოქმედი „არალეგალური ანტისაბჭოთა მეამბოხე ნაციონალისტური ორგანიზაციის“ საქმესთან დაკავშირებით. ჯგუფს ბრალად ედებოდა შეთქმულება „გერმანული იმპერიალიზმის“ დახმარებით საბჭოთა ხელისუფლების დამხობის და „საქართველოს ეროვნული რესპუბლიკის“ დამყარების მიზნით. 1944 წლის აპრილში მორჩილაძეს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით. 1946-1953 წლებში სასჯელს კომის ავტონომიურ რესპუბლიკაში იხდიდა. გათავისუფლების შემდეგ იქვე მუშაობდა ქალაქ ინტის საავადმყოფოს მთავარ ექიმად. 1959 წელს რეაბილიტირებული იქნა და 1965 წელს საქართველოში დაბრუნდა. მუშაობდა თბილისის ექიმთა დახელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტის თერაპიის კათედრაზე, შემდეგ — იმავე ინსტიტუტის საავადმყოფოს მთავარ ექიმად.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • Эритропоэтическая активность сыворотки крови больных с диффузными поражениями печени : Дис... канд. мед. наук / Морчиладзе Амиран Михайлович; Науч. рук. Канделаки К. ; Тбил. гос. ин-т усоверш. врачей, II каф. терапии. - Тб., 1970. - 228с.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ამირან მორჩილაძე (1922-1983) // საქართველოს სამედიცინო კალენდარი, 2010 წელი / ჯ. ქორჩილავა. - თბ., 2010. - გვ.207.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება