სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გომართელი.

ამირან იოსების ძე გომართელი (დ. 11 აგვისტო, 1946, თბილისი) — ქართველი ლიტერატურათმცოდნე, კრიტიკოსი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1997), პროფესორი (1998).

ბიოგრაფია

რედაქტირება

1969 წელს დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1973-2006 წლებში იქვე კითხულობდა ლექციებს. 1973-1989 წლებში მუშაობდა უახლესი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრაზე, 1989-2006 წლებში იყო ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების მეთოდიკის კათედრის გამგე, 1997-2005 წლებში — ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანი. 1999 წლიდან რედაქტორობდა თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტის ალმანახს „ლიტერატურა და სხვა“. 2015 წლიდან ჟურნალ „ცისკარი 1852“-ის მთავარი რედაქტორი.[1]

გომართელმა არაერთი წერილი მიუძღვნა XIX-XX საუკუნეებში ქართულ მწერლობას, მათ შორის აღსანიშნავია „ქართული სიმბოლისტური პროზა“ (1997), ლიტერატურული წერილები და ესეები (2005). წიგნისათვის „ჭირთა თქმა სჯობს“ (1985) გომართელს მიენიჭა ნიკო ლორთქიფანიძის სახელობის პრემია (1986). დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1997), პრემია „საგურამო“-თი (2014). არის საჩხერის საპატიო მოქალაქე (2022). [წყარო არ არის მითითებული 437 დღე]

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. „„ცისკარი 1852“ - ჟურნალი „ცისკარი“ კიდევ ერთხელ აღსდგა!“. reportiori.ge. 13 თებერვალი, 2015. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-03-06. ციტირების თარიღი: 6 მარტი, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)