ამირან გოგოხია

ქართველი ექიმი
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გოგოხია.

ამირან გოგოხია (დ. 18 თებერვალი, 1921, ფახულანი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა) — ქართველი ექიმი-ქირურგი, უროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

ამირან გოგოხია
დაბადების თარიღი 18 თებერვალი, 1921 (1921-02-18) (103 წლის)
ფახულანი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი
საქმიანობა ექიმი
სამეცნიერო ხარისხი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა 1921 წლის 18 თებერვალს, სოფელ ფახულანში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამედიცინო ფაკულტეტი 1942 წელს.

1943–1945 მუშაობდა სოფლების რუხის, ჯვარისა და ჭალის (წალენჯიხის რაიონი) საექიმო უბნების გამგედ. 1948 წელს — წალენჯიხის რაიონის წამყვანი ქირურგი; 1949 წელს მოსკოვის ლევიტის კლინიკის თანამშრომელი; 1956–1974 წლებში წულუკიძის კლინიკის ასისტენტი; 1988 წლიდან ფთიზიატრიისა  და პულმონოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უროლოგიური განყოფილების ფტიზიატრი. ამირან გოგოხია არის 80 სამეცნიერო ნაშრომის და ერთი მონოგრაფიისა.

1956 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „ჰიდრონეფროზისა და შარდსაწვეთის ცალმხარეზე გადაკვანძის შემდეგ ჰისტომორფოლოგიური ცვლილებები მეორე თირკმელზე და ზოგიერთ სხვა ორგანოზე“, 1973 წელს კი სადოქტორო დისერტაცია თემაზე — „ხელოვნური შარდის ბუშტის შექმნის საკითხი ნაწლავის იზოლირებული მონაკვეთიდან“.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება