ამიერკავკასიის საბჭოების VI ყრილობა

ამიერკავკასიის საბჭოების VI ყრილობა (2026 თებერვალი, 1931, თბილისი) — ამიერკავკასიის საბჭოების რიგით მეექვსე ყრილობა. ესწრებოდა 695 დელეგატი, მათ შორის: აზერბაიჯანელი — 194, ქართველი — 205, სომეხი — 162, რუსი — 77 და სხვა — 57.

დღის წესრიგი:

  • ასფსრ მთავრობის საანგარიშო მოხსენება (მ. ტერეგიაზარიანი);
  • მოხსენებები:
    • ამიერკავკასიის 1931 წლის სახალხო-მეურნეობის გეგმა (ს. ფირუმოვი),
    • მებამბეობისა და წყლისმეურნეობის განვითარების შესახებ (დ. ბუნიათზადე),
    • ასფსრ კონსტიტუციის ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ (ა. შავერდოვი).
  • ამიერკავკასიის სფსრ-ის ცაკის არჩევნები;
  • სსრ კავშირის საბჭოების VI ყრილობის დელეგატთა არჩევნები.

ყრილობამ მოიწონა მთავრობის მოღვაწეობა საანგარიშო პერიოდში და აღნიშნა წარმატებები სახალხო მეურნეობის განვითარების, კერძოდ, ინდუსტრიალიზაციისა და სოფლის მეურნეობის სოციალისტური რეკონსტრუქციის საქმეში. საანგარიშო მოხსენების გამო მიღებულ რეზოლუციაში ყრილობამ აუცილებლად ჩათვალა სოციალისტური მშენებლობის ტემპის ზრდა.

სერიოზული ყურადღება დაეთმო მებამბეობისა და წყლის მეურნეობის განვითარების საკითხებს.

ყრილობამ იმსჯელა საკონსტიტუციო საკითხებზე და მიიღო დადგენილება ასფსრ კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებათა შეტანის შესახებ, აირჩია ასფსრ ცაკი 485 კაცის შემადგენლობით და სსრ კავშირის საბჭოების VI ყრილობის დელეგატები.

ამიერკავკასიის ცაკის სესიები

რედაქტირება

სულ გაიმართა ამიერკავკასიის VI მოწვევის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის სამი სესია:

  • ამიერკავკასიის ცაკის VI მოწვევის პირველი სესია — 27.2.1931, თბილისი;
  • ამიერკავკასიის ცაკის VI მოწვევის მეორე სესია — 25 - 28.1.1932, თბილისი;
  • ამიერკავკასიის ცაკის VI მოწვევის მესამე სესია — 25 - 28.2.1933, თბილისი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • თოიძე ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 388.
  • Шестой Закавказский съезд Советов рабочих, крестьянских, красноармейских и краснофлотских депутатов : Бюллетень.... - Тифлис : ЗакЦИК, 1931.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება