ამიერკავკასიის მარმარა ღრაჭა

ამიერკავკასიის მარმარა ღრაჭა (ლათ. Polyphylla olivieri) — მწერი ფირფიტულვაშა ხოჭოების ოჯახისა. ხოჭო შავია, 35 მმ-მდე სიგრძისა. წინა ფრთები თეთრი, მარმარა ლაქებით აქვს დაფარული. ბინადრობს ლამოვან ნიადაგებში, დებს 40-მდე კვერცხს. მატლი ზვითელია, რკალივით მოხრილი, 8 სმ სიგრძისა, ნიადაგში რამდენიმეჯერ იზამთრებს, რადგან ერთი თაობის გამოზრდას 3-5 წელი სჭირდება. მატლი იკვებება მცენარის ფესვებით და განსაკუთრებით საშიშია ახალგაზრდა ვენახში, ვაზისა და ხეხილის სანეგრეებში. ამიერკავკასიის მარმარა ღრაჭა გავრცელებულია ამიერკავკასიაში, ირანში, მცირე აზიაში.

ამიერკავკასიის მარმარა ღრაჭა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
კლასი:  მწერები
რიგი:  ხოჭოები
ოჯახი:  ფირფიტულვაშა ხოჭოსებრნი
სახეობა:  ამიერკავკასიის მარმარა ღრაჭა
ლათინური სახელი
Polyphylla olivieri

ბრძოლის ღონისძიებანი: ნიადაგის დამუშავებისას ზედაპირზე ამოყრილი მატლისა და ჭუპრის მოსპობა, სანეგრეებში, არამსხმოიარე და მსხმოიარე ბაღ-ვენახებში ჰექსაქლორანის შეტანა.

ლიტერატურა

რედაქტირება