ამიდოპირინი
ამიდოპირინი — ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი და ანთების საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალება. თეთრი კრისტალური, უსუნო, მომწარო ფხვნილი. იხსნება წყალში, სპირტში, ეთერსა და ქლოროფორმში. ამზადებენ აბებად, ფხვნილებად, იშვიათად კი ხსნარის სახითაც. იყენებენ თავის ტკივილის, ნევრალგიის ართრიტის, მიოზიტის, ქორეისა და მწვავე რევმატიზმის დროს. მისი ფორმულაა
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 382.