ამერსფორტი
ამერსფორტი (ნიდერლ. Amersfoort) — ქალაქი და მუნიციპალიტეტი ნიდერლანდში, უტრეხტის პროვინციის მეორე უდიდესი ქალაქი. მიუხედავად სწრაფად ზრდისა, იგი შესანიშნავად ინარჩუნებს კარგად შემონახულ, შუა საუკუნეების დაცულ ცენტრს. ამერსფორტი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი სარკინიგზო კვანძია, რადგან იგი ნიდერლანდების ორ მთავარ, აღმოსავლეთ-დასავლეთისა და ჩრდილოეთი-სამხრეთის სარკინიგზო ხაზების კვეთაზე მდებარეობს. 2009 წელს ქალაქმა არსებობის 750-ე წლისთავი იზეიმა.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ამერსფორტი ნიდერლ. Amersfoort | |||||
| |||||
ქვეყანა | ნიდერლანდები | ||||
პროვინცია | უტრეხტი | ||||
კოორდინატები | 52°15′00″ ჩ. გ. 5°38′00″ ა. გ. / 52.25000° ჩ. გ. 5.63333° ა. გ. | ||||
მმართველი | Lucas Bolsius | ||||
დაარსდა | 1259 | ||||
ამჟამინდელი სტატუსი | 1259 | ||||
ფართობი | 63,78 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 3 მეტრი | ||||
მოსახლეობა | 146 571 კაცი (2010) | ||||
სიმჭიდროვე | 2 333 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 | ||||
სატელეფონო კოდი | 033 | ||||
საფოსტო ინდექსი | 3800–3829 | ||||
ოფიციალური საიტი | amersfoort.nl | ||||
ისტორია
რედაქტირებამონადირე-შემგროვებლები ამერსფორტის რეგიონში ჯერ კიდევ მეზოლითის ხანაში სახლობდნენ. მათ ნაკვალევს არქეოლოგებმა მიაკვლიეს, კერძოდ ბუხრებსა და კაჟებს.
1259 წელს უტრეხტის ეპისკოპოსმა დასახლებას ქალაქის სტატუსი მიანიჭა. 1300 წელს დასრულდა აგურის პირველი დამცავი კედლის მშენებლობა. სულ მალე ქალაქის გაფართოება გახდა საჭირო და 1380 წელს ახალი კედლის მშენებლობა დაიწყეს, რომელიც 1450 წლისთვის დასრულდა.
XVIII საუკუნეში, განვითარდა თამბაქოს კულტივაცია, რამაც ამერსფორტის აყვავება გამოიწვია. 1800 წლისთვის ეს მეურნეობა დაეცა.
დაძმობილებული ქალაქები
რედაქტირებაიხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ტურისტული ინფორმაცია
- Amersfoort, City with a Heart დაარქივებული 2010-09-17 საიტზე Wayback Machine.