ამერიკუ ტომაში
ამერიკუ დეუშ რუდრიგეშ ტომაში ან ამერიკუ ტომაში (პორტ. Américo de Deus Rodrigues Tomás; დ. 19 ნოემბერი, 1894 — გ. 18 სექტემბერი, 1987) — პორტუგალიელი ადმირალი და პოლიტიკური მოღვაწე.
პროფესიონალი მეზღვაური. 1944 წელს სამხედრო-საზღვაო ფლოტის მინისტრი. 1958 წელს სუფთა ფორმალური არჩევნების შედეგად (სალაზარის დიქტატურის დროს) აირჩიეს რესპუბლიკის პრეზიდენტად. აღნიშნულ თანამდებობაზე შეცვალა ფრანცისკო კრავეირო ლოპიში. პარლამენტმა ხელახლა აირჩია 1965 და 1972 წწ. თავდაპირველად ასრულებდა ცერემონილალურ ფუნქციას, მაგრამ 1968 წელს გაზარდა თავისი საპრეზიდენტო უფლებამოსილება, რათა თანამდებობიდან გადაეყენებინა ავადმყოფი სალაზარი და დაენიშნა ახალი პრემიერ-მინისტრი მარსელუ კაეტანუ.
დაამხეს 1974 წლის 25 აპრილს «მიხაკების რევოლუციის» შედეგად, გადატრიალების შემდეგ გაიქცა ბრაზილიაში, სამშობლოში დაბრუნება მხოლოდ 1980 წელს შესძლო.