ამერიკული ტარაკანი
ამერიკული ტარაკანი (ლათ. Periplaneta americana) — სინანთროპული კოსმოპოლიტური[1] სახეობა ტარაკანების ოჯახისა. მისი სამშობლოა ტრიპიკული აფრიკა. ბინადრობს როგორც შენობებში, ასევე ველურ ბუნებაში. ამერიკის შეეთებულ შტატებში გვხვდება უმეტესად სავენტილაციო გვირაბებსა და დიდ ინდუსტრიულ შენობებში.[2] სხეულის სიგრძე 35-50 მმ.[3][4] მოწითალო და შოკოლად-ყავისფერი შეფერილობისაა. ზურგის წინა ნაწილში დაჰკრავს მკრთალი-ყავისფერი ან მოყვითალო ზოლები. ოოთეკას სიგრძეა 8-10, იტევს 16 კვერცხს. ყოვლისმჭამელი მწერია. იკვებება გახრწნილი ორგანული და საერთო საცხოვრებელი ნარჩენებით. დღისით იმალება ბზარებსა და ნაპრალებში. აქტიურია ღამით.
ამერიკული ტარაკანი | ||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||
| ||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||
Periplaneta americana | ||||||||||
|
1625 წელს ინტროდუცირებული იყო ჩრდილოეთ ამერიკაში,[2] ხოლო შემდეგ ევროპაში.[5]
ამერიკული ტარაკანი გვხვდება საქართველოშიც.[6]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ New records on synanthropic Blattoptera and Orthoptera in Latvia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2012-05-13.
- ↑ 2.0 2.1 American Cockroach, Periplaneta americana (Linnaeus) (Insecta: Blattodea: Blattidae).
- ↑ Cockroaches: Unhygienic scavengers in human settlements Chapter 5 — 288—301 pp.
- ↑ American Cockroach Periplaneta americana. Сайт «eNature.com»: Bringing Nature to Life. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2011-08-28.
- ↑ ამერიკული ტარაკანი Periplaneta americana. Сайт «Живая Вода» (vitawater.ru). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-11-17. ციტირების თარიღი: 2011-08-28.
- ↑ სეფერთელაძე მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 659.